ფეხბურთი

17:19 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

იარმოლენკო “დორტმუნდში” 30 მილიონ ევროდ

27 წლის უკრაინელი შემტევი ანდრეი იარმოლენკო “დორტმუნდის” ფეხბურთელი გახდა. bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ნომერ მეორე კლუბმა 30 მილიონი ევრო გადაუხადა კიევის “დინამოს”.

იარმოლენკომ უნდა შეცვალოს უსმან დემბელე, რომელიც “ბარსელონაში” გადავიდა. თუმცა, დიდი ალბათობით, დორტმუნდელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენენ.

იარმოლენკო ცხრა წლის განმავლობაში თამაშობდა კიევის “დინამოში” და 339 მატჩში 137 გოლი გაიტანა. რაც შეეხება სანაკრებო სტატისტიკას - 68 შეხვედრაში 29 გოლი.

0.124665