ფეხბურთი

16:57 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” და “ინტერს” კეიტა ბალდეს დამატება უნდათ

ტურინის “იუვენტუსი” და მილანის “ინტერი” კეიტა ბალდეს შეძენას ცდილობენ.

“ბიანკონერი” მზად იყო, 22 წლის სენეგალელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა და ბონუსის სახით კიდევ 5 მილიონი დაემატებინა, თუმცა ეს წინადადება “ლაციომ” უარყო, მეტიც - “ლაციოს” პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიომ ტურინელთა ქმედებები გააკრიტიკა.

Sky Sports Italia-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე “ბებერი ქალბატონი” ყველაფერს აკეთებს, რომ ნახევარმცველი “ინტერში” არ გადავიდეს და რომაელებს 25 მილიონ ევროს სთავაზობს.

გასულ სეზონში კეიტამ სერია A-ს 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 16 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110898