თამაშგარე

15:54 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუსი ლამაზმანები და ქომაგთა ეჭვიანი ცოლები

ბევრი რამაა რუსეთში მრავლად - ტყე, მიწა, იარაღი, ბოღმა... მაგრამ ყველაზე მთავარი და აღსანიშნავი სიმრავლე ურუსთა ქვეყანაში მაინც ლამაზმანების კუთხითაა, რადგან ჩვენი “ტკბილი“ ჩრდილოელი მეზობლის უკიდურესად მოძულენიც კი თანხმდებიან, რომ ამ მხრივ რუსეთს ჭეშმარიტად არაფერი დაეწუნება.

ეს ამბავი ცხადია მხოლოდ სპორტის ქომაგმა მამრებმა არ უწყიან და მათმა ცოლებმაც კარგად იციან, რუსეთში საყვარელ ნაკრებს საგულშემატკივროდ გაყოლილი კაცი ისე არ მოისვენებს, რომ ამა ცხოვრების კაეშანი რუს ლამაზმანებთან არ გაინელოს. ვაგლახიც სწორედ აქედან იწყება.

დასავლეთის ბულვარული პრესა ბოლო დროს თამამად პროგნოზირებს, რომ მომავალ ზაფხულს რუსეთში გასამართ საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე შესაძლებელია არნახულად მცირე რაოდენობის ქომაგი ჩავიდეს და ამის მიზეზი რუსეთის საძაგელი ფენომენის გარდა ისიცაა, რომ სხვადასხვა ნაკრების ქომაგთა ცოლები ქმრებს ამძუვნებულ რუს დიაცებთან ცოცხალი თავით არ გაუშვებენ. კაცმა რომ თქვას ჭკუასთან ახლოსაა ეს ლოგიკა, რადგან ართუ რთული მისახვედრია ევროპელი ჯეელი მამრი რის ძებნასაც დაიწყებს რუსეთში. ჰოდა, ცოლი კი იმის ცოლია, რომ “მისახვედრს“ დროულად მიხვდეს და ხიფათი აღკვეთოს...

0.159857