მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი ბრიტანელი ენდი მარეი, ბარძაყის ტრავმის გამო, ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მარეი ტოპ ხუთიდან მესამე ჩოგბურთელია, რომელიც ამერიკის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს. ჯოკოვიჩი და ვავრინკა - ამ ჩოგბურთელებსაც ტრავმები აწუხებთ.
ამერიკის ღია პირველობა დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.