ფეხბურთი

12:05 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ბორიელოს მრავალფეროვანი რეკორდი

ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი მარკო ბორიელო საინტერესო რეკორდის თანამფლობელი გახდა. საქმე ისაა, რომ 35 წლის ფეხბურთელმა “სპალისა” და “უდინეზეს” შეხვედრაში გოლი გაიტანა და სერია A-ში 12(!) სხვადასხვა გუნდის მაისურით აქვს თუნდაც ერთი გოლი გატანალი. ასეთივე შედეგი აქვს ნიკოლა ამორუზოს და ამ მხრივ მათ ვერავინ სჯაბნის – ისე, რა გასაკვირია?!

ბორიელომ შემდეგი გუნდების რიგებში გამოიჩინა თავი: “ემპოლი”, “რეჯინა”, “სამპდორია”, “მილანი”, “ტრევიზო”, “ჯენოა”, “რომა”, “იუვენტუსი”, “კარპი”, “ატალანტა”, “კალიარი” და “სპალი”.

რაც შეეხება ამორუზოს, მისი შედეგიანი თამაში შემდეგ გუნდებს უკავშირდება: “პადოვა”, “იუვენტუსი”, “პერუჯა”, “ნაპოლი”, “კომო”, “მოდენა”, “მესინა”, “რეჯინა”, “ტორინო”, “სიენა”, “პარმა” და “ატალანტა”.

0.110234