ფეხბურთი

22:36 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგმა" დაიწყო, "ჰანოვერი" - არ ჩერდება

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტური ჰანოვერში დასრულდა – HDI არენაზე ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი და გელზენკირხენის “შალკე” დაუპირისპირდნენ. “ხუმარათა” ამბიციები ყოველი სეზონის წინ მაღალია და მინიმუმ ოთხეულში მოხვედრას ისახავს, მაგრამ სხვა საქმეა, რომ “შალკე” უკვე წლებია არასტაბილურობის მაგალითია – დომენიკო ტედესკოს გუნდმა პირველ ტურში კარგი ფეხბურთიც აჩვენა და 3 ქულაც მოიპოვა, მაგრამ ჰანოვერში ხელმოცარული დარჩა – საერთოდ, ვთქვათ, რომ ანდრე ბრეიტენრეიტერის გუნდი დიდებულ ფორმაშია და ორ ტურში მაქსიმუმი გამოადნო – 6 ქულა. ამჯერად გმირი ახალწვეული ჯონათასი გამოდგა, რომელსაც ბუნდესლიგაში დებიუტის მიუხედავად გამარჯვების მომტანი გოლის გატანა არ გასჭირვებია. მოკრძალებული “ჰანოვერი” კი “ბაიერნთან”, “დორტმუნდთან” და “ჰამბურგთან” ერთად ლიდერია.

მანამდე, მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა “ლაიპციგმა” მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მიითვალა – არადა, რალფ ჰასენჰუტლის გუნდისთვის “რედ ბულ არენაზე” ყველაფერი ცუდად დაიწყო: ნიდერლეხნერის გოლით “ფრაიბურგმა” ტაიმი მოიგო და თითქოს დანენებად არც მეორე ნახევარში აპირებდა, მაგრამ... მასპინძლებმა ჩინებული თამაში აჩვენეს და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით 4:1 მოიგეს. დიდებული იყო ტიმო ვერნერი – ახალგაზრდა ფორვარდი კვლავაც დიდებულ ფორმაშია და სეზონი დუბლით გახსნა. “ლაიპციგის” თამაშის ყურება კი საინტერესოა – ისიც დამაინტრიგნებელია, რამდენად შეძლებს “ლაიპციგი” შარშანდელის გამეორებას...

“ლაიპციგი” – “ფრაიბურგი” 4:1 (0:1)

ლაიპციგი, “რედ ბულ არენა”

მაყურებელი: 39 265

“ლაიპციგი” (4-4-2): გულაჩსი; კლოსტერმანი, ორბანი, უპემეჩანო, ჰალსტენბერგი; ზაბიცერი, კეიტა, დემე (ლაიმერი 82), ფორსბერგი; ოგუსტინი (ბრუმა 78), ვერნერი (კაიზერი 85)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

“ფრაიბურგი” (3-4-3): შვოლოვი; ლიენჰარტი, შუსტერი, კემპფი; შტენცელი, ჰოფლერი, ფრანტცი, გუნტერი; ტერაცინო (კატი 70), ნიდერლეხნერი (ბულუტი 52), ჰაბერერი (პეტერსენი 70)

მწვრთნელი: კრისტიან სტრეიხი

გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (23), 1:1 ვერნერი (48), 2:1 ორბანი (55), 3:1 ვერნერი (71), 4:1 ბრუმა (80)

გაფრთხილება: ორბანი (59), დემე (73) – ჰოფლერი (60, 81)

გაძევება: ჰოფლერი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 29 (11) – 7 (2) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: კრისტიან დინგერტი

“ჰანოვერი” – “შალკე” 1:0 (0:0)

ჰანოვერი, HDI არენა

მაყურებელი: 43 000

“ჰანოვერი” (3-4-3): შაუნერი; ფელიპე, სანე, ანტონი; კორბი, შვეგლერი, ბაკალორზი, ოსტრზოლეკი; ჰარნიკი (მაიერი 81), ფოლკრუგი (ჯონათასი 62), კლაუსი (კარამანი 73)

მწვრთნელი: ანდრე ბრეიტენრეიტერი

“შალკე” (3-4-3): ფერმანი; კერერი, ნალდო, ნასტასიჩი; კალიჯური (რესე 83), გორეცკა, ბენტალები, ოცზიპკა; ჰარიტი (მეიერი 73), დი სანტო (ბურგსტალერი 46), კონოპლიანკა

მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

გოლები: 1:0 ჯონათასი (67)

გაფრთხილება: ჰარნიკი (81) - დი სანტო (9), გორეცკა (18)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 8 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: პატრიკ იტრიხი

თეგებიბუნდესლიგა
0.393809