ფეხბურთი

17:20 | 27.08.2017 | ნანახია 2960 - ჯერ

მარტინ ონილი: Georgia On My Mind

როგორც იცით, 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ირლანდიას უმასპინძლებს. ხშირად ხდება, რომ ამ პერიოდში რომელიმე მეტოქეს ვამწარებთ: ბულგარეთი, იტალია, დანია, ორჯერ შოტლანდია... ვინ იცის, ეგებ მარტინ ონილის გუნდის ჯერია.

თუმცა ძალიან რთული იქნება, რადგან ირლანდია ტრადიციულად გვიგებს. აქამდე რვა მატჩიდან რვავე მათ სასარგებლოდ დასრულდა, ეგაა, ერთი გამონაკლისის გარდა (4:0), ყველა თამაში თითქმის თანაბარი იყო და მეტიც, შარშან სოლიდურ უპირატესობასაც ვფლობდით, სანამ კოულმენი გოლს გაიტანდა. ონილი ქართველთა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღებას: "საკმაოდ რთული თამაში იქნება და ყველას ვაფრთხილებ, სრული პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ. ქართველებს ნებისმიერ სხვა ჯგუფში უკეთესი შედეგი ექნებოდათ. ისინი ხშირად ძალიან კარგად თამაშობენ და ჰყავთ ინდივიდუალისტები, რომლბსაც შექმნა შეუძლიათ. მათ შორის, ახალგაზრდები გამოირჩევიან. ...სერბეთს 5 სექტემბერს ვუმასპინძლებთ. ჩვენ და სერბეთი ჯგუფში თანალიდერები ვართ, მაგრამ ჯერ მხოლოდ საქართველოზე ვფიქრობ. სერბებზე ფიქრს მხოლოდ მაშინ დავიწყებ, როცა თბილისიდან გამოვფრინდებით".


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:24 | 28.08.2017
Mr_gr (1404)

ვნახავთ მორიგ ბალეტს ჩვენი ნაკრების შერულებით

22:08 | 27.08.2017
uzlevi (447)

რას გადაგვეკიდა ეს კელტების ტომი, რა უნდათ? რა დავუშავეთ ასეთი ქართველებმა ერთი მაინტერესებს? ირლანდია ჩვენ არასდროს დაგვილაშქრავს, არც მათი მიწაწყალი მიგვითვისებია, არც კრიმინალი ემიგრანტები გვყავს გაგზავნილი მათ კუნძულზე, ისე როგორც ესპანეთში და ავსტრიაში! სადაც გვიჭერენ, იქ... არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგურია თუ არაამხანაგური. ინგლისელებს ვერაფერს უხერხებენ, მათ მაგივად ჩვენზე იყრიან ჯავრს! ჩამოდიან, ხელი ჩამორთმეული არ აქვთ და უკვე 3 ქულა გარანტირებული აქვთ! ამასემატება კიდევის რომ მათი მწვრთნელი თურმე სულ ჩვენზე ფიქრობს ეს ბოლო ხანები. ეს არ არის კარგი. ნეტა რატომ ფიქრობს ჩვენზე? რას გვიპირებს? 3 ქულა არ არის საკმარისი მისთვის?

22:07 | 27.08.2017
O. Mertskhali (8101)

გაფრინდები ფრთა მოტეხილი

19:28 | 27.08.2017
XoMe (1384)

შემადგენლობა ვნახე, კათარზისია ირლანდიის ნაკრები : ) კაკრას პირველ მარცხს ჩვენ ვაგემებთ ჩემი აზრით : )

19:21 | 27.08.2017
BEERTRANCE (97819)

ტრადიციულად ჩა მული გვაქვს მაშინ გვიწევს ვინმეს გამწარება. ამჯერად მგონია რო უელსს გავამწარებთ.

გარიგება რათ უნდათ, ისე ვერ მოგვიგებენ რო DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

18:40 | 27.08.2017
sabonis (9584)

სხვა ჯგუფში უკეთესი შედეგი ექნებოდაო,DDDD ეს რა თქვა კაცო ანუ ირლამდია, სერბეთი, ავსტრია, უელსი გრანდებია და ამათთან ვერ გავხდით ვერაფერს და იტალიასთან, გერმანიასთან, ინგლისთან ესპანეთთან და ა.შ მისნაირებთან, რომ ვყოფილიყავით უკეთესი შედეგი გვექნებოდა ხომDDDD ე ონილ ონილ.

17:31 | 27.08.2017
RMA...RMA (70)

ეს თამაში გაყიდულია როგორც სხვები გაყიდა კობიაშვილმა და კალაძემ ეგენი არიან გარიგებულები 100% ვიცი რომ წააგებენ ...

19:00 | 27.08.2017
dinamo222 (8587)

შენ ესწრებოდი ხო იმ გარიგებას ? იქნება ფასიც გვითხრა რამდენად გაყიდეს

17:45 | 27.08.2017
ilia_juventus (2091)

გარიგების გარეშე ხომ შანსები გვაქვს რასამბობ

21:29 | 27.08.2017
RMA...RMA (70)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:51 | 27.08.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

მეც მაგას ვამბობ. მგონი თუ ვერ გავურიგდით მეცხრედაც მოგვიგებენ და ოცდამეცხრედაც DDDDDDD
ამიტომ თუ გარიგებას მართლა აქვს ადგილი, ზნაჩიტ ვიგებთ DDDDDDDDD

17:56 | 27.08.2017
ilia_juventus (2091)

მაშინ, გარიგებითაც ვერ მოვუგებთ

17:36 | 27.08.2017
abuka (1007)

0.118036