ფეხბურთი

16:37 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორიემ "ტოტენჰემში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე პსჟ-ს ყოფილი მცველი სერჟ ორიე კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. აფრიკელმა მოთამაშემ ლონდონურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა დიდი ბრიტანეთისგან მუშაობის უფლების მიცემას ელოდება. ტრანსფერის სანაცვლოდ ფრანგები 23 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.

ორიე "ლანსის" აკადემიაში აღიზარდა. ფეხბურთელი "პარი სენ ჟერმენში" "ტულუზადან" 2014 წელს იჯარის წესით მოხვდა. მცველი პარიზელებმა ერთი სეზონის შემდეგ 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდეს. გასულ ორ სეზონში ორიემ 65 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.113449