არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატში 350 გოლზე მეტი გაიტანა. სამხრეთამერიკელმა "ალავესთან" გამართულ ლა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ესპანეთის ჩემპიონატში 351 გოლი დაუგროვდა.
ყველაზე მეტჯერ ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატში თავი გერდ მიულერს აქვს გამოჩენილი. გერმანელმა მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით ბუნდესლიგაში მეტოქეთა კარი 365-ჯერ დალაშქრა.
30 წლის ლიონელ მესის ჯამში ყველა ტურნირზე 510 გოლი დაუგროვდა. მიმდინარე სეზონში კი არგენტინელმა 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.