ფეხბურთი

3:15 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკომ” კანარის კუნძულებზე გაილაღა, “ბარსელონამ” ბასკეთში იმარჯვა

ლა ლიგის მეორე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი “ბარსელონა” “ესტადიო მენდიზოროცაზე” “ალავესს” ეწვია და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

“ბარსელონა” 90 წუთის განმალობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და უამრავი სახიფათო მომენტი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა და ორივე შემთხვევაში თავის გამოჩენა ლიონელ მესიმ შეძლო. არგენტინელმა ფეხბურთელმა ანგარიში 55-ე წუთზე გახსნა და ლა ლიგაში თავის 350-ე გოლი გაიტანა, ხოლო ათიოდე წუთში პაკო ალკასერის გადაცემა გამოიყენა და ახლო მანძილიდან დუბლი გაიფორმა. მესის მინიმუმ ორჯერ კიდევ შეეძლო გატანა: პირველ ტაიმში პაჩეკომ პენალტი აუღო, ხოლო შეხვედრის ბოლოსკენ ბურთი ხარიხას გაარტყა – 0:2.

“ატლეტიკო” კანარის კუნძულებზე “ლას პალმასს” ესტუმრა და პირველ ტურში განცდილი წარუმატებლობის ჯავრი მათზე იყარა. მადრიდელებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს და მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს, თანაც ერთმანეთზე უფრო ლამაზები. “როხიბლანკომ” მასპინძლებს კოშმარული დასაწყისი მოუწყო და მეხუთე წუთისთვის უკვე 0:2-ს იგებდა. მე-3 წუთზე ანხელ კორეამ ერთი მოძრაობით ორი მეტოქე ჩამოიშორა და ჩიჩიზოლას შორეულ კუთხეში გაუტანა, ორ წუთში კი იანიკ ფერეირა კარასკომაც ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა და სხვაობა გაზარდა.

58-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დიეგო გოდინი მეორე სართულზე შეცდა, რაც იშვიათი სანახავია. ამით კი კალერიმ ისარგებლა და იან ობლაკი თავური დარტყმით დაამწუხრა. სტუმრებმა ორბურთიანი სხვაობა ოთხ წუთში აღადგინეს: კოკე შორეული გასროლით მშვენიერი ბურთი შეაგდო, ხოლო 75-ე წუთზე უკვე “მაკრატელას” გატანა მოახერხა. “ლას პალმასის” წვალებას ბოლო ტომას ტეიე პარტეიმ მოუღო, რომელმაც 88-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან გაიტანა – 1:5.

ისტორიული დღე იყო “ხირონასთვის”, რომელმაც არსებობის განმალობაში ლა ლიგაში პირველი შეხვედრა მოიგო. კატალონიურმა კლუბმა ალკალის გოლით შინ “მალაგას” სძლია, ხოლო “ლევანტეს” და “დეპორტივოს” დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.

ხირონა – მალაგა 1:0 (1:0)

ხირონა, “ესტადიო მუნიციპალ დე მონტილივი”

ხირონა (3-4-2-1): ირაისოსი, ალკალა, ესპინოსა, მუნიესა, გრანელი, პონსი, ადეი, მაფეო, ბ.გარსია (ხუანპე 86), პორტუ (ლუისი 73), სტუანი (კაიოდე 81).
მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

მალაგა (4-2-3-1): რ.ხიმენესი, ბაისე, ლ.ერნანდესი, ხ.კარლოსი, როსალესი (ენ ნესირი 82), კუზმანოვიჩი (ონტივეროსი 54), ადრიანი, ხუანპი (ხონი 46), რესიო, მულა, ბასტონი.
მწვრთნელი: მიჩელი

გოლი: ალკალი (28)
გაფრთხილებები: გრანელი, ირაისოსი, მუნიესა – ონტივეროსი, რეიო, მულა
მსაჯი: ხაიმე ლატრე

ალავესი – ბარსელონა 0:2 (0:0)

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ალექსისი, ელი, ვიგარაი, ალფონსო, მ.გარსია, პინა, რომერო, ვაკასო (ე.ფერნანდესი 77), იბაი (ბურგუი 67), სობრინო (სანტოსი 78).
მწვრთნელი: ლუის ზუბელდია

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, უმტიტი, პიკე, ვიდალი (ალკასერი 57), ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა (პაულინიო 88), რაკიტიჩი, დეულოფეუ (დ.სუარესი 71), რობერტო, მესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: მესი (55; 66)
გაფრთხილებები: ვაკასო, ელი – უმტიტი, პიკე, ღობერტო
მსაჯი: დელ სერო გრანდე

39-ე წუთზე მესიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ლევანტე – დეპორტივო 2:2 (1:2)

ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, პოსტიგო, ჩემა, ტონიო, ი.ლოპესი (ივი 65), კამპანია, ლერმა, ბარდი (დაკური 85), მორალესი, ჟასონი, ალეგრია (ე.ბოატენგი 68).
მწვრთნელი: ხუან მუნიოსი

დეპორტივო (4-2-3-1): რუბენი, სიდნეი, შარი, ლუისინიო, ხუანფრანი, მოსკერა, გილერმე, ჩოლაკი (ბორგესი 54), ბაკალი (ადრიანი 61), კარტაბია, ანდონე (გამა 74).
მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 0:1 კარტაბია (5), 0:2 სიდნეი (31), 1:2 ბარდი (35), 2:2 ივი (83 პენ.)
გაფრთხილებები: მორალესი – ლუისინიო, კარტაბია
გაძევება: მორალესი (76)
მსაჯი: ხავიერ ალბეროლა როხასი

ლას პალმასი – ატლეტიკო 1:5 (0:2)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-2-3-1): ჩიჩიზოლა, ლემოსი, ბიგასი, სიმონი, დ.კასტელიანო, ფ.გონსალესი (ს.არაუხო 65), ერნანი (ბ.რამირესი 76), მომო (ხ.კასტელიანო 76), ვიერა, პლასერესი, კალერი.
მწვრთნელი: მანოლო მარკესი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ვრსალკო (სავიჩი 70), ლუკასი, ტეიე, კოკე, საული, კარასკო, ა.კორეა (ფ.ტორესი 65), ვიეტო (გაბი 55).
მწვრთნელი: დიეგო სომეონე

გოლები: 0:1 ა.კორეა (3), 0:2 კარასკო (5), 1:2 კალერი (58), 1:3, 1:4 კოკე (62; 75), 1:5 ტეიე (88)
გაფრთხილებები: ერნანი, ბიგასი, ფ.გონსალესი, ვიერა – ვიეტო
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

81-ე წუთზე ვიერამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

თეგებილა ლიგა
0.116135