ფეხბურთი

22:50 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" - გეგეჭკორი იწყებს, შულაია ამთავრებს

ბათუმში ლიდერი თბილისის "დინამო" ჩავიდა და რა თქმა უნდა, ამან დიდი ინტერესი გამოიწვია. მაყურებელი მრავლად იყო "რაგბი არენაზე" და თამაშიც კარგი გამოვიდა. დინამოელთა დაპირისპირება თბილისელებმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილით მოიგეს - 1:2.

გიორგი ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგზე, მოკლე მონაკვეთში მოატყუა მეტოქე, ჩააწოდა და ბექა მიქელთაძის თავური ლევან შოვნაძემ სასწაულად მოიგერია, დამატებაზე კი აკაკი შულაიამ ცაციით ისეთი დააქუხა, სამი ბუფონი ერთადაც ვერ აიღებდა. ასე გავიდა გადამწყვეტი ბურთი...

მანამდე, პირველ ტაიმში გაიცვალა გოლები. ლევან გეგეჭკორმა შორიდან, დაახლოებით 22-23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში - 0:1. ეს გეგეჭკორის პირველი გოლია თბილისის "დინამოს" მაისურით.

საპასუხოდ, ელგუჯა გრიგალაშვილმა მშვენიერი სოლო-გოლი მიითვალა. ჯერ საჯარიმოს გარეთ გასცდა შულაიას, მერე საჯარიმოში შევიდა და ცაციით შორეულ კუთხეში დაარტყა - 1:1.

თბილისის "დინამო" უკვე 8-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

ეროვნული ლიგა. 24-ე ტური

ბათუმი. რაგბი არენა

დინამო (ბათუმი) - დინამო (თბილისი) 1:2 (1:1)

დინამო ბთ: შოვნაძე, ტვილდიანი, მგელაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, მახარაძე, ე.გრიგალაშვილი, შონია, თევდორაძე (ვარშანიძე 89), კვასოვი (კვანტალიანი 82), ჩოგაძე (ჯოვინო 70)

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

დინამო თბ: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობოური, ნინუა (კუცია 89), თოთაძე, შულაია, ქარდავა, თევზაძე (სალუქვაძე 30), კოვტალიუკი (ქოჩლაძე 57), ჩაკვეტაძე, მიქელთაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 0:1 გეგეჭკორი (9), 1:1 ე.გრიგალაშვილი (31), 1:2 შულაია (90+2)

გაფრთხილება: თევდორაძე, სუხიაშვილი, შონია - კოვტალიუკი, სალუქვაძე

მსაჯი: მაჭარაძე

0.154569