ჭიდაობა

22:28 | 26.08.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ზურაბ ერბოწონაშვილი მე-5 ადგილს დასჯერდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ ზურაბ ერბოწონაშვილს (70 კგ) პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პოდიუმამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. რეპეშაჟის ფინალში ქართველი სპორტსმენი იაპონელ იუჰი ფუჯინამის დაეჭიდა, 0:11 წააგო და მე-5 ადგილს დასჯერდა.

ძირითად ბადეში ერბოწონაშვილმა ორი შეხვედრა ჩაატარა. საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო და ჩინელ ჰაირი ჰაირის ძალიან ადვილად გაუსწორდა (11:0). მეოთხედფინალში კი ამერიკელ ჯეიმს მალკოლმ გრინთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (2:3) და ცოტა ხანში რეპეშაჟში გადაერთო, მას შემდეგ, რაც გრინმა შემდეგი შეხვედრაც მოიგო და ფინალში გავიდა.

ქართველმა მოჭიდავემ კი რეპეშაჟის ფინალამდე კოლუმბიელ ნესტორ ხუაკინ ტაფურ ბარიოსს აჯობა (7:6).

ცოტა ხანში, რეპეშაჟის ფინალში კიდევ ერთი ქართველი – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:44 | 18.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

რაც შეეხება ნაპოლიში მის გადასვლას ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი

15:43 | 18.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

კაკრას საკუთარი ადგილი ნახა

0.126738