ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1. თავიდან ქუთაისის "ტორპედო" იგებდა ლევან კუტალიას გოლით, მაგრამ ექს-ტორპედოელმა ნიკა საბანაძემ პენალტით გაათანაბრა.
ქუთაისელებს რომ მოეგოთ, ექვსი ქულით გაუსწრებდნენ მეზობელ სამტრედიელებს, ასე კი გუნდებს შორის ისევ სამი ქულა დარჩა სხვაობა. გუნდები მეორე-მესამე პოზიციებზე არიან. ჩემპიონობის ამბიცია ორივეს აქვს, მაგრამ თბილისის "დინამომდე" ჯერ შორია. კახა კაჭარავას გუნდი საკმაოდ წინაა ქულებით.
გოლებს რაც შეეხება, კუტალიამ დაახლოებით 13 მეტრიდან ცაციით მაღალ კუთხეში გაიტანა. 81-ე წუთზე კი დაინიშნა პენალტი: გუგა ფალავანდიშვილსა და გიული მანჯგალაძეს შორის იყო კონტაქტი, ეს თითქმის ზედ საჯარიმოს ხაზთან მოხდა, მაგრამ მაინც გამოჩნდა, რომ წესების დარღვევა საჯარიმოს შიგნითაა და გიორგი ვადაჭკორიამაც სამართლიანად დანიშნა პენალტი. ნიკა საბანაძემ ზუსტად დაარტყა და 1:1.
ეროვნული ლიგა. 24-ე ტური
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია -ტორპედო (ქუთაისი) 1:1 (0:1)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, კასრაძე, ბალდე, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, სამუშია (მარკოზაშვილი 58), გი (ჯიქია 77), რაჟამაშვილი, საბანაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული (ტაბატაძე 60), ქიმაძე, გიგაური, ფალავანდიშვილი, კუტალია, დოლიძე (კორობკა 69), კუხიანიძე, კუჭუხიძე (კაპანაძე 88)
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გოლები: 0:1 კუტალია (18), 1:1 საბანაძე (81 პენ)
გაფრთხილება: მჭედლიშვილი, მიგინეიშვილი, ბალდე - კუხიანიძე, კუჭუხიძე, ქიმაძე
მსაჯი: ვადაჭკორია