ფეხბურთი

21:42 | 26.08.2017 | ნანახია 0 - ჯერ

მოულოდნელობა: რაჯა ნაინგოლანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

იტალიური “რომას” ერთ-ერთმა ლიდერმა რაჯა ნაინგოლანმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და სანაკრებო კარიერა დაასრულა. როგორც 29 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, ამიერიდან ბელგიის ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს.

“გასულ სეზონში “რომას” რიგებში 53 თამაში ჩავატარე. კარგი სეზონი მქონდა, ვცდილობ ყოველთვის გავაუმჯობესო ჩემი თამაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ კმარა და კიდევ არის რაღაც.

29 წლის ვარ, ამიტომ წინ წასვლას ამ კუთხით არ ვაპირებ – ვწუხვარ, მაგრამ ასეა. იძულებული ვიყავი ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო. დღეიდან ბელგიის ნაკრებს ვტოვებ მხოლოდ “რომას” განკარგულებაში” ვარ”, - აღნიშნა რაჯამ.

ნაინგოლანის ასეთი ნაბიჯი იმითაა გამოწვეული, რომ ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მას მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის გუნდში არ უხმო. როგორც “წითელი ეშმაკების” თავკაცმა ახსნა, ნაინგოლანი ფორმაში არ იმყოფება...

რაჯა ნაინგოლანს ბელგიის ნაკრებში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა. იქედან მოყოლებული მან ბელგიელთა ღირსება 28 მატჩში დაიცვა და 6 გოლი გაიტანა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:57 | 03.01.2015
vendetta22 (4308)

პოდოლსკი ეწირება ვენგერის ანტიპატიას, როცა კი სასტარტოში იყოო, ან გოლი შეაგდო ან საგოლე გადაცემა გააკეთააა, მსგავს პრობლემას ეწირება არსენალში კოსტარიკელი კემბელი, რომელმაც მუნდიალზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, აი ვენგერი კი შანსს არ აძლევს საერთოდ არა და საკმაოდ პერესპექტიულიცაა და პროდუქტიულიც, სჯობს პოლდიც და ეგ კემბელიც ინტერში გადავიდნენ!

12:47 | 03.01.2015
super (8) (1364)

Isco მეც მაგარი არ მევასება და რა მოწონთ საერთოდ ამაში აზრზე არვარ

11:59 | 03.01.2015
vaxo22 (759)

ეს ერთი და სხვა მრავალი

23:36 | 02.01.2015
interista! (2044)

welcome poldiii დავაააი სლედუშიიიი

21:26 | 02.01.2015
Ge Vaucheri (200)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

21:17 | 02.01.2015
stoikovich (5984)

ამის დრო წასულია კაი ხანია უკვე თუ გაქაჩავს ისევ კიოლნში ინერციით.

20:50 | 02.01.2015
xavi1987 (4225)

იტალიაში ვერ გაქაჩავს

20:07 | 02.01.2015
ჯესი (26029)

არ მევასება ეს ფეხბურთელი

სილვამ ერთხელ საკაიფოდ მიაკაჩავაა ეს ახვ..არი

19:54 | 02.01.2015
F.C.I BAYERN MUNICH (124)

guchin zustad magitomac waago arsenalma podolskis kraize eyena rosicki da etyoboda kidec ro arafris aqnisii iyoo

0.070264