ფეხბურთი

20:16 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: “რაიოლას არაფერს დავპირებივარ”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა მინო რაიოლას კომენტარს გამოეხმაურა, სადაც აგენტი ამბობს, რომ “როსონერი” მას ახალგაზრდა მეკარისთვის, ჯანლუიჯი დონარუმასთვის კაპიტნის სამკლავურის გადაცემას დაპირდა, თუმცა, კლუბმა პირობა არ შეასრულაო. იტალიელმა სპეციალისტმა კი ზემოთ ხსენებული პირობა უარყო.

“ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც სხვები ამბობენ. საზოგადოებას არასოდეს გაუპროტესტებია, თუ რატომ არ მივეცით კაპიტნის სამკლავური დონარუმას. მათ უახლოეს მომავალში არაფერს დავპირებივარ. ეს დროის საკითხია. ყველამ კარგად იცის, თუ რატომ ბონუჩი. მონტოლივო და აბატეც კი ამ ამბავს ჩვეულებრივად შეხვდნენ. მათ სამაგალითოდ იმოქმედეს”, - განაცხადა მონტელამ.

0.118482