იტალიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეტორე მესინამ გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. “სკუადრა აძურა” ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი 12 კალათბურთელით ეცდება ფონს გასვლას:
0. დანიელ ჰაკეტი (“ბამბერგი”, გერმანია), 3. მარკო ბელინელი (“ატლანტა ჰოუქსი”, აშშ), 4. პიეტრო არადორი (“ვირტუს ბოლონია”), 5. არიელ ფილოი (“აველინო”), 6. პოლ ბილიგია (“ვენეცია”), 9. ნიკოლო მელი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), 10. დავიდე პასკოლო (“ემპორიო არმანი”), 12. მარკო კუზინი (“ემპორიო არმანი”), 20. ანდრეა ჩინჩარინი (“ემპორიო არმანი”), 23. ავუდუ აბასი (“ემპორიო არმანი”), 32. კრისტიან ბერნსი (“კანტუ”), 70. ლუიჯი დატომე (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი).
მესინამ გაფართოებული შემადგენლობიდან ევროპის ჩემპიონატს მიღმა 3 კალათბურთელი დატოვა: ფილიპო როსი, რიკარდო ჩერვი და ამადეო დელა ვალე. აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო იტალიას ევრობასკეტზე სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდება – დანილო გალინარი, ანდრეა ბარნიანი და ალესანდრო ჯენტილე.
მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები საქართველოს ნაკრების ჯგუფშია და ერთმანეთს 6 სექტემბერს, ბოლო ტურში დაუპირისპირდებიან.