ფეხბურთი

14:05 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰიოვედესი "იუვენტუსში" ტრანსფერს ითხოვს

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და გელზენკირხენის “შალკეს” მცველი ბენედიქტი ჰიოვედესი ტურინის “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია და 29 წლის ფეხბურთელი “ბებერი ქალბატონის” წევრი მალე გახდება – საუბარია ერთწლიან იჯარაზე, შესაძლო გამოსყიდვის უფლებით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაცია “ხუმარების” სპორტულმა დირქეტორმა კრისტიან ჰეიდელმა დაადასტურა:

“ფეხბურთელმა “შალკედან” გაშვება გვთხოვა, რადგან “იუვენტუსში” სურს გადასვლა. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და გადაწყვეტილება მალე უნდა მივიღოთ”, განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰეიდელმა.

ბენედიქტ ჰიოვედესი “შალკეს” აღზრდილია და სხვა გუნდში არც უთამაშია. გელზენკირხენელთა პირველ გუნდში კი 2007 წლიდან მოყოლებული უცვლელად თამაშობს.

0.11481