ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეები შეაფასა და ყველაზე დიდი დრო “ნაპოლის” დაუთმო.
ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, “ნაპოლი” ევროპის სამ საუკეთესო გუნდს შორის შედის:
“ნაპოლი” იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს – ამ გუნდს აქვს თავდაცვის საუცხოო კულტურა. საკუთარი საჯარიმოდან 40 მეტრში იწყება დაცვითი თამაში. ასეთი სტილი ჰქონდა ადრე არიგო საკის გუნდებს ახლა კი – “ნაპოლის”.
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ნეაპოლური გუნდი ევროპაში სამ საუკეთესო გუნდს შორისაა ფეხბურთის თამაშის ხარისხით”, - თქვა პეპმა.
შეგახსენებთ, “სიტისთან” და “ნაპოლისთან” ერთად ქვეჯგუფში დონეცკის “შახტარი” და როტერდამის “ფეიენოორდი” არიან.