სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:15 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიენ ლოპეტეგიმ მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა. გამოსარჩევია, რომ “ფურია როხას” სამი წლის შემდეგ ლეგენდარული დავიდ ვილა უბრუნდება – ლოპეტეგიმ ვეტერან ფორვარდს ბოლო დროს დიდებული გარჯა დაუფასა.

არიან ახალგაზრდა სახეებიც: მარკო ასენსიო, ნაჩო, კეპა არისაბალაგა, სუსო და ჟერარ დეულოფეუ.

მეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”, ინგლისი), პეპე რეინა (“ნაპოლი”, იტალია), კეპა არისაბალაგა (“ბილბაო”)

მცველები: სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”, ინგლისი), ჟორდი ალბა (“ბარსელონა”), მარკ ბარტრა (“დორტმუნდი”, გერმანია), სერხიო რამოსი (“რეალი”), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”), დანი კარვახალი (“რეალი”), ნაჩო მონრეალი (“არსენალი”, ინგლისი), ნაჩო (“რეალი”)

ნახევარმცველები: ისკო ალარკონი (“რეალი”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”, გერმანია), სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), სუსო (“მილანი”), დავიდ სილვა (“სიტი”, ინგლისი), საულ ნიგესი (“ატლეტიკო”), კოკე (“ატლეტიკო”)

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (“ჩელსი”, ინგლისი), პედრო (“ჩელსი”, ინგლისი), ვიტოლო (“ატლეტიკო”), დავიდ ვილა (“ნიუ-იორკ სიტი”, აშშ), იაგო ასპასი (“სელტა”), მარკო ასენსიო (“რეალი”), ჟერარ დეულოფეუ (“ბარსელონა”)

ესპანეთის ნაკრები 2 სექტემბერს მადრიდში იტალიას უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში ჯგუფის აუტსაიდერ ლიხტენშტეინს სტუმრად დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ იტალიასთან თამაში გადამწყვეტია და სწორედ აღნიშნული მატჩის ბედი გაარკვევს მუნდიალზე პირდაპირ გამსვლელი გუნდის ვინაობას.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.105374