იტალიურმა “კალიარიმ” ჰოლანდიელი მცველი გრიგორი ვან დერ ვილი შეიძინა. აღნიშნულ ინფორმაციას სარდნიული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. 29 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2 ნომრიანი მაისური მოირგო.
ვან დერ ვილი ბოლოს თურქულ “ფენერბაჰჩეში” იყო, თუმცა ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. ვან დერ ვილმა სახელი ამსტერდამის “აიაქსში” თამაშით გაითქვა, რომლის ღირსებას 2006-2013 წლებში იცავდა.
შემდეგ ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა. ვან დერ ვილის კარიერაში საუკეთესო პერიოდი კი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიიჩნევა, რომელიც მან მაღალ დონეზე ჩაატარა.