გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა “ლაიპციგმა” თავდამსხმელი ოლივერ ბურკი “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” გაასხვისა. ინგლისური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 20 წლის შემტევმა 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სატრანსფერო ფასის შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა, თუმცა BBC-ის ცნობით, “ვესტ ბრომვიჩს” ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა 15 მილიონი გირვანქა დაუჯდა. შესაბამისად, ოლივერ ბურკი შოტლანდიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
ბურკი “ლაიპციგს” გასულ სეზონში შეუერთდა - ბუნდესლიგის 25 მატჩში 1 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.