ფეხბურთი

15:02 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: “უმჯობესია ნაკლები ვიფიქროთ კენჭისყრის შედეგზე და კარგად მოვემზადოთ”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგით კმაყოფილია, თუმცა შეგირდებს მოუწოდებს, უფრო მეტად კონცენტრირებულნი იყვნენ თავიანთ თამაშზე და ნაკლები იფიქრონ იმაზე, სასურველი მეტოქეები შეხვდათ თუ არა.

“ბარსელონა”, “ბაიერნი”, “რეალი”, “იუვენტუსი”, არის ჯგუფები, სადაც ასეთი გრანდები მოხვდნენ და ჩვენ ამ ეტაპზე მათან არ მოგვიწევს დაპირისპირება. ამის გათვალიწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ კენჭისყრის შედეგი ჩვენთვის უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი. მიუხედავად ამისა, უმჯობესია მოწინააღმდეგეებზე ნაკლები ვიფიქროთ და ყველა თამაშს კარგად მომზადებული შევხვდეთ. ჩვენ არც ტურნირის ფავორიტები ვართ და არც ჯგუფის, უბრალოდ პრეტენდენტები ვართ. ამიტომ, ყოველთვის ბოლომდე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ მიზანს რომ მივაღწიოთ” - განაცხადა მონაკოში გამართული კენჭისყრის შემდეგ ლივერპულელთა გერმანელმა თავკაცმა, რომლის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე “სევილიასთან”, მოსკოვის “სპარტაკთან” და სლოვენიურ “მარიბორთან” მოუწევს დაპირისპირება.

“ლივერპული” პირველ მატჩს 13 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე “სევილიას” წინააღმდეგ გამართავს.

0.113953