კალათბურთი

0:50 | 26.08.2017 | ნანახია 1545 - ჯერ

პოლონეთი ევრობასკეტისთვის დაირაზმა

ევრობასკეტ-2017-ისთვის პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ტეილორმა საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონელთა ლიდერმა მარცინ გორტატმა ზაფხულში დასვენება გადაწყვიტა და ნაკრებს ევრობასკეტე ამიტომ არ დაეხმარება.

პოლონეთის ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ასეთია: მიხალ სოკოლოვსკი, აარონ სელი, ეი ჯეი სლოტერი, დამიან კულიგი, პშემისლავ ზამოისკი, მატეუშ პონიტკა, ადამ ვაჩინსკი, ლუკაშ კოშარეკი, ტომაშ გელო, პშემისლავ კარნოვსკი, კაროლ გრუშეცკი, ადამ ჰრიცანიუკი.

პოლონეთი A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც საბერძნეთს, საფრანგეთს, ისლანდიას, სლოვენიას და მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:36 | 29.08.2017
zarzuela (846)

1/8 ფინალში პოლონეთი შეგვხვდება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124392