ადამიანმა ნამეტანი უნდა მოინდომო, დანიელი ცნობილი მეჩოგნე ქალი კაროლინ ვოზნიაცკი მსოფლიოს ლამაზმანებს რომ მიათვალო და თუნდაც მისი სუპერშხვართ კოლეგებს - მარია შარაპოვასა და ანა ივანოვიჩს შორის რომ ახსენო, მაგრამ მხოლოდ პირისახესა და სიყირმიზეს როდი აქვს მნიშვნელობა...
ევროპაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომლის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლების გამოვლენა იყო, როგორც აღმოჩნდა, ცნობილ დანიელთაგან კაროლინ ვოზნიაცკი მეორე ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპა დანიას ნაწილობრივ სწორედ ვოზნიაცკით იცნობს.
ეს კარგია თუ ცუდი, მოდი, მკითხველმა განსაჯოს, თუმცა საკუთრივ ქალბატონ კაროლინზე ამ აღიარებას ძალიან უმოქმედია და ამჟამად საცხოვრებლად მონაკოში გადაბარგებულ მეჩოგნეს უთქვამს, არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ჩემი ცხოვრების დარჩენილ და მთავარ წლებს მშობლიურ დანიაში გავატარებ და ჩემს ხალხს ჩავეხუტებიო. კოხტა, წყნარ და მყუდრო დანიაში სიბერის გატარებას რა სჯობს...