ფეხბურთი

23:37 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯიღაურის ისტორიული გოლი (+VIDEO)

პირველად მოხდა, რომ მაკედონიის გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. და ამაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა ფეხბურთელმა - ჯაბა ჯიღაურმა.

მაკედონიის "ვარდარს" ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩი 2:0 ჰქონდა მოგებული "ფენერბახჩესთან" და გასვლაზე, სტამბულში რთული მატჩი ელოდა. მე-60 წუთზე თურქები დაწინაურდნენ და მალევე, რვა წუთში ჯიღაურმა გაიტანა ის გოლი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი გადაწყვიტა. (VIDEO)

1:1 გახდა და ცხადი იყო, თურქები სამ გოლს ვეღარ გაიტანდნენ. პირიქით, ბოლოს მაკედონიურმა კლუბმა მეორეც შეაგდო და სტუმრადაც იმარჯვა - 2:1. ჯაბამ 84 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, ჯიღაური ექვსი თვის წინ თბილისის "დინამოდან" გადავიდა მაკედონიის საუკეთესო გუნდში.

0.117383