ფეხბურთი

20:30 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლამს ისევ მოედანზე უხმობენ

“ბაიერნის” ყოფილმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა კვლავ განაახლოს. Bild-ის ინფორმაციით, მას ორი გერმანული კლუბი სთავაზობს თანამშრომლობას.

თავდაპირველად, 33 წლის ფეხბურთელით “ჰამბურგი” დაინტერესდა, რომელიც დარწმუნებულია გერმანელის შესაძლებლობებში. მეორე წინადადება კი ფილიპმა მეორე ბუნდესლიგის “სანკტ-პაულიდან” მიიღო. ორივე შემთხვევაში საუბარია ერთწლიან კონტრაქტზე.

ლამმა საფეხბურთო კარიერა გასული სეზონის ბოლოს დაასრულა და აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანულმა საფეხბურთო სამყარომ, ის გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელის თასით ხელდამშვენებული გააცილა.

0.11816