“პარი სენ ჟერმენი” დიდი ხანია ცდილობს “ნაპოლის” ესპანელი მეკარის, პეპე რეინას დამატებას. ფრანგულმა კლუბმა იტალიელებს 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა 34 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.
Sport Italia-ს ცნობით, პარიზელები ასევე განიხილავენ მეკარეების გაცვლის ვარიანტს. პსჟ მზადაა პეპეს სანაცვლოდ ნეაპოლელებს ალფონს არეოლა შესთავაზოს.
მიმდინარე სეზონში 24 წლის არეოლამ 3 თამაში ჩაატარა და ორ მატჩში კარი მშრალად შეინახა.