წარსულში ცნობილი მწვრთნელის, ვაცლავ ეჟეკის ხსოვნის ტურნირზე ერთმანეთს რუსეთისა და აშშ-ის 17-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ამერიკელებმა 3:1 მოიგეს. დამარცხებულთაგან ეს ერთადერთი გოლი გიორგი ჭელიძემ გაიტანა.
ამ ჭაბუკზე ადრეც გვეწერა, მაგრამ შეგახსენებთ: 2000 წელს გახლავთ დაბადებული, ამპლუით ფორვარდია. ის მოსკოვის "დინამოს" აღზრდილია.