უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნი ორიოდე კვირის წინ დაინიშნა ყაზახური "ირტიშის" მწვრთნელად. როგორც იცით, ის თბილისის "დინამოსაც" თავკაცობდა რამდენიმე თვის განმავლობაში.
გროზნი ყაზახეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ ფეხბურთსაც შეეხო:
"თბილისის "დინამოში" ბრწყინვალე ინფრასტრუქტურაა. კლუბის პრეზიდენტმა (რომან ფიფიამ - რედ.) დიდი ფული ჩადო ინფრასტრუქტურისა და ახალი თაობის წამოწევის კუთხით. თუმცა საქართველოში სერიოზული პრობლემაა: ეკონომიკური მდგომარეობა. ყაზახური კლუბების ბიუჯეტი ბევრად აღემატება ქართული კლუბებისას. ეკონომიკური მდგომარეობა უკრაინის ჩემპიონატსაც ეტყობა, სადაც უმაღლესში გუნდების რაოდენობა 12-მდე შეამცირეს.
...ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოში ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან. საკმაოდ ტექნიკურები... აი, ყაზახეთში კი დისციპლინის მხრივ უკეთესობაა. ყაზახეთში ლეგიონერებიც მაღალი დონისანი არიან. პირდაპირ ვთქვათ, აქაურ გუნდებში მთავარ როლს ლეგიონერები ასრულებენ. ეს ნორმალურია და მიდგომა მომწონს კიდეც. საქართველოს ჩემპიონატში კი ადგილობრივები ასრულებენ მთავარ როლს. ამაშიც არის განსხვავება ამ ორ ჩემპიონატს შორის".