საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, აკროპოლისის თასის პირველ შეხვედრაში მასპინძელ საბერძნეთთან გამარჯვების (72:71) შემდეგ, სერბეთთან მატჩისთვის ემზადება. საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა თამაში დღეს, თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
მომავალი შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშემ გოგა ბითაძემ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან მცირე კომენტარი გააკეთა - იხილეთ ვიდეო