ფეხბურთი

10:00 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანის ისტორიული მიღწევა და “ლივერპულის” დაბრუნება

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია – ახლა ჯერი წილისყრაზეა. იქამდე კი, ისტორია დაიწერა აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის. ბოლო წლებში “ყარაბაღი” მუდმივად ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგასთან, მაგრამ ბოლო მომენტში რაღაც აკლდებოდა. ამჯერად, გურბან გურბანოვის გუნდმა საწადელი აიხდინა.

ერთი კვირის ბაქოში, “ყარაბაღმა” 1:0 სძლია “კოპენჰაგენს”, მართალია დანიაში წააგო, მაგრამ სასურველი ანგარიშით – 1:2. დინო ნდლოვუს გოლმა აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში მორიგი დიდი ფურცელი დაწერა.

ჯგუფში თამაშის უფლება უპრობლემოდ მოიპოვა მოსკოვის ცსკამ – რუსულმა გუნდმა ბერნში გამარჯვების შემდეგ “იანგ ბოიზს” საკუთარ მოედანზეც მოუგო.

იგივე ითქმის “ლივერპულზეც” – იურგენ კლოპის ბიჭები “ჰოფენჰაიმს” ყველა კომპონენტში სჯაბნიდნენ და შესაბამისად, გამარჯვებაც ლოგიკური იყო. “ლივერპული” ჯგუფურ ეტაპს სამწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში ვიხილვათ ნიქოზიის “აპოელსაც” – კვიპროსის ჩემპიონმა ერთი კვირის წინ “სლავიასთან” მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და პრაღაში 0:0 ითამაშა.

თავის მხრივ, ლისაბონში, “სპორტინგმა” “სტიაუას” ვერაფერი მოუხერხა (0:0), მაგრამ საპასუხო მატჩში პორტუგალიელებმა რუმინელებს დაჯაბნეს – 5:1.

ცსკა – “იანგ ბოიზი” 2:0 – ორი მატჩის ჯამში: 3:0

გოლები: 1:0 შენიკოვი (45), 2:0 ძაგოევი (64)

“სტიაუა” – “სპორტინგი” 1:5 – ორი მატჩის ჯამში: 1:5

გოლები: 0:1 დუმბია (13), 1:1 მორაიში (20), 1:2 აკუნია (60), 1:3 მარტინში (64), 1:4 დოსტი (75), 1:5 ბატალია (88)

“კოპენჰაგენი” – “ყარაბაღი” 2:1 – ორი მატჩის ჯამში: 2:2

გოლები: 1:0 სანტანდერი (45), 1:1 ნდლოვუ (63), 2:1 პავლოვიჩი (66)

“ლივერპული” – “ჰოფენჰაიმი” 4:2 – როი მატჩის ჯამში: 6:3

გოლები: 1:0 ჯანი (10), 2:0 სალაჰი (18), 3:0 ჯანი (21), 3:1 უტი (28), 4:1 ფირმინო (63), 4:2 ვაგნერი (79)

“სლავია” – “აპოელი” 0:0 – ორი მატჩის ჯამში: 0:2

0.119184