ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი 23 აგვისტოს 39 წლის გახდა.
ბრაიანტმა “ლეიკერსის” შემადგენლობაში 20 სეზონი გაატარა (1996-2016).
“შავი მამბა” ნბა-ს 5-გზის ჩემპიონია (2000, 2001, 2002, 2009, 2010), ფინალების 2-გზის MVP. კობი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (2008, 2012).
ბრაიანტმა 2006 წელს “ტორონტო რეპტორსს” ერთ მატჩში 81 ქულა ჩაუგდო, რაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეორე შედეგია.