საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა ანტუან გრიზმანმა მსაჯის შეურაცხყოფის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
"ჟირონასთან" მატჩის 66-ე წუთზე გრიზმანმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ხუან მანუერმა ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. ასევე, ანტუანის მსგავსად მოიქცა "სევილიას" ნახევარმცველი ევერ ბანეგაც და მასაც ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს.