ფეხბურთი

21:45 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ზენიტმა" რიგონი დაიმატა

"ინდეპენდიენტეს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ემილიანო რიგონი კარიერას "ზენიტში" გააგრძელებს. როგორც რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 24 წლის სამხრეთამერიკელი მოთამაშე გუნდში მომდევნო ოთხი სეზონის განმავლობაში დარჩება. ტრანსფერის სანაცვლოდ არგენტინელებმა 9 მილიონი ევრო მიიღეს.

რიგონი "ბელგრანოს" აკადემიის აღზრდილია და "ინდეპენდიენტეში" 2016 წლის დასაწყისში გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117158