ფეხბურთი

17:18 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ახალგაზრდული ლიგა: "საბურთალოს" 16 სავარაუდო მეტოქე

29 აგვისტოს უეფას ახალგაზრდული ლიგის წილისყრა გაიმართება. როგორც იცით, ლიგაზე "საბურთალოც" ითამაშებს, რომელმაც შარშან საქართველოს 19-წლამდელთა ლიგა მოიგო.

წლეულს 1999 წელს დაბადებულებს (და უმცროსებს) შეუძლიათ თამაში. კიდევ, გუნდებს შეუძლიათ, 1998 წელს დაბადებული 3 ფეხბურთელი დაიმატონ თითოეულ შეხვედრაში.

პირველი ეტაპის მატჩები 27 სექტემბერს, საპასუხოები კი 18 ოქტომბერს გაიმართება. მეორე ეტაპს რაც შეეხება, თამაშები 1 და 22 ნოემბერს ჩატარდება.

პირველ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს და რევაზ გოცირიძის გაწვრთნილი "საბურთალო" განუთესავთა შორის იქნება. აი, განთესილების, ანუ ქართველთა სავარაუდო მეტოქების სიაც:

ინტერი (იტალია), ბორდო (საფრანგეთი), კრასნოდარი (რუსეთი), დინამო კიევი (უკრაინა), აიაქსი (ჰოლანდია), ბურსასფორი (თურქეთი), სპარტა (ჩეხეთი), დინამო ბუქარესტი (რუმინეთი), ზალცბურგი (ავსტრია), ლოკომოტივა (ხორვატია), ლეგია (პოლონეთი), აპოელ (კვიპროსი), შახტიორ სოლიგორსკი (ბელარუსი), ჰამარბი (შვედეთი), მიოლდე (ნორვეგია), მაკაბი ჰაიფა (ისრაელი).

უეფას ახალგაზრდული ლიგა 2013/2014 წლების სეზონიდან დაიწყო. უეფამ 2015 წლიდან დაუშვა შედარებით სუსტი საფეხბურთო ქვეყნების ასაკობრივი ლიგის ჩემპიონები. პირველად სწორედ "საბურთალო" გავიდა და დანიურ "მიდტიულანდთან" დამარცხდა (1:3, 1:2), შარშან კი თბილისის "დინამომ" წააგო ალმათის "ქაირათთან" - 0:3, 1:5.

0.113745