ფეხბურთი

14:22 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძემ გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს. გია გეგუჩაძის გუნდი პოლონეთს უმასპინძლებს. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ბილეთის ფასი 2 და 3 ლარი იქნება. შეხვედრის დასაწყისი 20:00 საათზე.

გია გეგუჩაძემ უკვე დაასახელა 21-წლამდელების გაფართოებული შემადგენლობა, საიდანაც რამდენიმე დღეში აარჩევს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც შეკრებაზე გადავლენ და პოლონეთთან სათამაშოდ მოემზადებიან.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ლევან შოვნაძე (დინამო ბათუმი);

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), დავით კობოური (დინამო თბილისი), თამაზ ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), გიორგი თევზაძე (დინამო თბილისი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბილისი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი კუცია (დინამო თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია);

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ბექა მიქელთაძე (დინამო თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

gff.ge

0.130424