“კლივლენდ კავალიერსმა” გუნდის გამთამაშებელი კაირი ირვინგი “ბოსტონ სელტიკსში” გაუშვა, სანაცვლოდ კი აიზეა ტომასი, ჯეი კრაუდერი, ანტე ჟიჟიჩი და 2018 წლის დრაფტის პირველი პიკი მიიღო, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბების ოფიციალური ვებგვერდები ავრცელებენ.
ირვინგმა “ბოსტონთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კაირი “კლივლენდში” 2011 წლიდან თამაშობდა და 2016 წელს გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა.