ფეხბურთი

21:57 | 22.08.2017 | ნანახია 5209 - ჯერ

“სამტრედიამ” “ოლიმპიაკოსისა” და “ტვენტეს” ექსფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “სამტრედიამ” მორიგი ტრანსფერი გაჩარხა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან მათ რიგებში ნიგერიელი თავდამსხმელი მაიკლ ოლაიტინი გაირჯება. 24 წლის ფორვარდი “სამტრედიასთან” კონტრაქტს 2018 წლის ბოლომდე გააფორმებს, გუნდს კი ხვალიდან შეუერთდება.

მაიკლ ოლაიტინს კარიერის უმეტესი ნაწილი აქამდე საბერძნეთში გაუტარებია: სხვადასხვა დროს “ვერიას”, “ერგოტელისის”, “პანიონისისა” და პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ღირსებას იცავდა. ამ გუნდის რიგებში 2014 წელს საბერძნეთის ჩემპიონიც გახდა და იმავე სეზონში სუპერლიგაში 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - 8 გოლიც გაიტანა. გარდა ამისა, სამი თამაში ჩემპიონთა ლიგაზეც ჩაატარა “მანჩესტერ იუნაიტედის” და “ანდერლეხტის” წინააღმდეგ (ორჯერ).

2015-2016 წლების სეზონი ნიგერიელმა ენსხედეს “ტვენტეში” გაატარა და ერედივიზიონში 15-ჯერ ითამაშა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. რაც შეეხება შარშანდელ სეზონს – იგი ისევ საბერძნეთში, კერძოდ “პანიონისში” დაჰყო – 6 მატჩი, 0 გოლი. სხვადასხვა დროს იყო ნიგერიის ასაკობრივ ნაკრებთა წევრი, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.


კომენტარები (30)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:31 | 23.08.2017
Erovnuli-Nakrebi (11812)

როცა კლუბი სახელმწიფოსია, მაშნ მკვდარია მტავარი მოტივაცია: განვითარება და ბიზნესის კეთება. წარმატებული კლუბების უკან დგას კერძო ინტერესები

17:30 | 23.08.2017
Erovnuli-Nakrebi (11812)

ყველაზე სწორ მიდგომად მიმაჩნია, აქციების მინიმუმ 30%-ის უფასოდ გადაცემა მოქალაქეებისთვის. სამტრედიის შემთხვევაში, სამტრედიაში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეზე. გორის შემთხვევაში - გორში რეგირსტრირებულზე და ა.შ.

17:29 | 23.08.2017
Erovnuli-Nakrebi (11812)

ან არის მეორე ვარიანტი. გვულისხმობ აზერბაიჯანულ ვარიანტს!
როდესაც სახელმწიფოს აქვს დიდი ფინანსები და ამ ფინანსებს ახმარს რამდენიმე კლუბის განვითარებას!
ეს გზაც მცდარია და მოკლევადიანი! თუმცა წარმატება შესაძლებელია!
მხოლოდ ისაა, რომ აზერბაიჯანული კლუბი, მთელი ფულიც რომ მანდ ჩაიდოს, ვერასდროს მიეკარება სწორი გზით (რაც ქვემოტ დავწერე) განვითარებულ ევროპულ კლუბებს.

17:27 | 23.08.2017
Erovnuli-Nakrebi (11812)

თუ სერიოზნულად შევხედავთ საქმეს მაშინ:
წარმატებას მიაღწევს სამტრედია და სხვა ქართული კლუბები, მაშნ თუ მოხდება მათი პრივატიზაცია!
ოღონდ არა უბრალოდ გაყიდვა სახელწოდების (როგორც ეს ქუტაისის ტორპედოს შემტხვევაში მოხდა), არამედ გაყიდვა მთელი ინფრასტრუქტურის! ვიმეორებ! ინფრასტრუქტურის! ანუ იმის, რასაც აქვს ფასი და რასაც შეუძლია კაპიტალის მოზიდვა!

ასევე აუცილებელი წინაპირობაა წარმატების: ამ კლუბების აქციონირება და აქციების მაქსიმალურად მიმოფანტვა ხალხში!

17:09 | 23.08.2017
Erovnuli-Nakrebi (11812)

ლიგაზე

17:09 | 23.08.2017
Erovnuli-Nakrebi (11812)

samtrediel. - ხო, დავიბოღმეთ დინამოს ბალეიშიკები სამტრედიის წარმატებით

15:40 | 23.08.2017
liverpool1988 (197)

კარგი ტრანსფერია ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე. სამტრედიამ ვიღაც გაბონის ნაკრების მცველიც ხო დაიმატა?ჰენრი ნდონგი, გაუშვეს უკვე?

14:54 | 23.08.2017
Israel67 (171)

Rac sheexeba kolkhets moyavt im donis legionerebi risi finansuri sashualebac aqvt. Da swored mere miyavt vitom qartul grandebs im donis fexburtelebsac rom ver pouloben tviton da iseti moyavt 5 wutit shemohyavt shecvlaze

14:46 | 23.08.2017
BEERTRANCE (97819)

კაი რა სამტრედიელ შენ რაღა დაგემართა, ეგ რო ტორპედოში კოლხეთში ან ჩიხურაში გადასულიყო მაშინ დავიჯერებდი რო მაგარია? DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

12:55 | 23.08.2017
samtrediel (8001)

აფსუს... რამდენს შემოეყარა ეს სიახლე გულზე,მაგრამ ამ ჩემს ჭოლა წულაძეს,თუ არც გაგიხარდათ.

13:03 | 23.08.2017
romandro (103)

ratom unda gauxardet?rodis iyo bogmebs rame axarebdat?

12:52 | 23.08.2017
samtrediel (8001)

იქნებ დაფრინავს ეგ დეფა აფეთქებული! საიდან ეს დასკვნები?

12:50 | 23.08.2017
samtrediel (8001)

ჯერ ფეხბურთელი საქმეშიც არ უნახავთ და უკვე დაიწყეს გაქილიკება. მერე სხვას დაუწყებენ ობიექტურობაზე საუბარს. მაგარი ქომაგები ხართ. არ დაიკარგოთ არსად.

12:58 | 23.08.2017
romandro (103)

ratunda fexburtels naxva? mtavaria ertmaneti gaacinon am taki masxarebma da klouvni goniat tavisi tavi

12:11 | 23.08.2017
romandro (103)

mshvenieri transferia,vulocav samtredis.yvela qartul klubs warmatebebi..da aseve warmatebebi yvela qartuli fexburtis gulshematkivrebs,da komentarebis profesorebs,(chrelo pepela nurc gafrindebi da nurc mofrindebio) daiviwyet bogma,da visac dascinixart iqneb tqvenze meti sasacilo araris is xalxi da is fexburtel-mwvmwvrtnel...

12:45 | 23.08.2017
KoRBeN DaLLaS (24830)

ვიცოდი რო იზრაელში საოცარი სიცხეები იყო DDDDDDDD

14:47 | 23.08.2017
Israel67 (171)

Cxela magram ar bnela da aqedanac vadevnebt tvalyurs

13:13 | 23.08.2017
romandro (103)

darwmunebuli var shen yvelaferi yvelaze magrad icii ddd

12:53 | 23.08.2017
BEERTRANCE (97819)

მარა კორბენ ისე ნაწილობრიც მართალია ჰო იცი, აი ამათ თუ ვუქომაგებთ ნამდვილად ამათზე მეტი სასაცილოები ვართ DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

12:43 | 23.08.2017
BEERTRANCE (97819)

გამოდექი ჭკუის კოლოფი? ავადმყოფს თავად თუ არ უნდა გაკურნება ექიმმა რა უნდა ქნას?

12:37 | 23.08.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

გდახედე ევროტირნირებზე ჩVენი გუნდების გამსოვლას წელს და შენც მაგრაც დაუწყებ დაცინვას ლამერ

11:55 | 23.08.2017
lagashi (6738)

საინტერესო ამბავიაა..

10:24 | 23.08.2017
Erovnuli-Nakrebi (11812)

ბიუჯეტით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ანუ ფეხბურთელების, ანუ საჯარო მოხელეების დაფინანსება კიდე გასაგებია. ორ კაპიკს შოულობს მაინც ვინმე. ყ
უცხო ქვეყნის ნოქალაქეების დაფინანსებიდან რა სარგებელი?

08:27 | 23.08.2017
soso1986 (490)

მალადეც.. მართლა კაი ტრანსფერია საქართველოს ჩემპიონატის ფონზე. პირიქით მიკვირს აქ რაფერ ჩამოვიდა... კაი იგროკია

09:32 | 23.08.2017
BEERTRANCE (97819)

რაფერ ჩამოვიდა და სხვაგან ვერ მოძებნა გუნდი და მიტო DDDDDDDDDDDDDDDDDDD

06:15 | 23.08.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ეგ რო კაი ფეხბურთელი იყოს ყარაბს დაასწრებდით აყავანას

06:14 | 23.08.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ვაი თქვენს პატრონს უბედურს ლიგაზე ვართ უეჭველი ლოლ

03:43 | 23.08.2017
levani82 (41682)

რაჭა

ძმა აქ ზოგიერთებს ეგონათ საბას, პაპუნას და არაბულის წასვლით გუნდს ძალიან გაუჭირდებაო და რეგრესიც დაეწყებათო, მაგრამ კი ვხედავთ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და გუნდი სვლას ისევ განაგრძობს და ისევ ისე კარგად თამაშობენ

00:55 | 23.08.2017
xandakeli (1759)

თვამოყვარე ფეხბურთლი იმ ჩემპიონატში არ ჩამოვა 19 წლამდელი ფეხბურთელებით რო ხდება დინამო ჩემპიონი. იმედია დინამო ამ შემადგენლობას შეინარჩუნებს და მომავალ წელს საერთოდ დაუკარგავს ინტრიგას ჩვენ ჩემპიონატს მერე მაინც გამოფხიზლდებიან სხვები. ეს რო კარგი იყოს აქ არ ჩამოვიდოდა აქედან წასულმა რომელმა ლეგიონერმა ითამაშა დიდი ფეხბურთი რაც იციან ისიც ავიწყდებად აქ!

00:55 | 23.08.2017
drogba-11 (13246)

erti osteohondroziani pexburtelic daimatet da avshendebit

00:29 | 23.08.2017
რაჭა (10043)

სანამ ეს ფორმაში შევა (საერთოდ თუ შევიდა) მანამდე, ჩემპიომებიც გაცხდებით, და მერე ალბათ ჩვენები დაიმატებენ ვინმეს...

23:42 | 22.08.2017
სავაშა__ (6590)

საინტერესო ის არის, პრობლემურ პოზიციებზე დინამოს რატომ არ მოჰყავს ამ დონის ლეგიონერები. ტრანსფერმარკეტზე ვნახე და 2015 წელს 3 მილიონი ღირდა ეს ფეხბურთელი. კარგი, მესმის რომ შეიძლება ინფორმაცია არ ჰქონდათ მაგრამ როცა საქართველოში ჩამოდიან მერე მაინც რატომ არ იმატებენ. თუნდაც ლეანდრო რომ იყო დილაში, დილა არა მაგრამ დინამო ალბათ დააკმაყოფილებდა და დარჩებოდა საქართველოში.

23:41 | 22.08.2017
ეშლი იანგი (6461)

სავარაუდოდ კიდე ერთი ლეგიეონერი მოვა. ცეცაძემ შეიძლება 2 ფეხბურთელი დავიმატოთო და 1 ესაა და მეორეს დრო გვიჩვენებს

23:21 | 22.08.2017
levani82 (41682)

ლეგიონერები

1. ეს
2. ბალდე
3. გი
4. მანჯგალაძე

12:47 | 23.08.2017
samtrediel (8001)

მანჯგალაძე სამტრედიელია,ეს ისე ცნობისთვის.

23:28 | 22.08.2017
KoRBeN DaLLaS (24830)

მანჯგალაძე რატომაა ლეგიონერი, რახან რიჟაა ? DDDDDDD

23:29 | 22.08.2017
levani82 (41682)

უკრაინის მოქალაქეა

23:01 | 22.08.2017
ogafa (10143)

გააძლიერა თავდასხმა

22:52 | 22.08.2017
sabonis (9584)

ისე ეს ხალხი ევრო ტურნირებამდე, რომ მოეყვანათ არა?D

22:21 | 22.08.2017
Deco 20 ,,M.U (904)

როგორც ვიცი გულზე ქონდა პრობლემები და 6თვე გაუცდა და ფორმაში არარი.მარა კარგ ჩემპიონატებში აქ ნათამაშები და ჩვენთან უნდა გაქაჩოს

23:59 | 22.08.2017
ilia_juventus (2091)

არაუშავს, ჩვენთან სირბილი არც მოუწევს.

13:23 | 23.08.2017
საბარსა (2123)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

09:31 | 23.08.2017
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

00:47 | 23.08.2017
O. Mertskhali (8101)

22:50 | 22.08.2017
sabonis (9584)

გული თუ აწუხებდა ქობულეთში გადასულიყო იქაური ფიჭვნარი მოუხდებოდა.DD

23:22 | 22.08.2017
levani82 (41682)

დეკო ამას თუ გულზე პრობლემები ჰქონდა საკითხავია გამოგადგებათ კი?

22:14 | 22.08.2017
KoRBeN DaLLaS (24830)

ვაა, ეს კარგი ტრანსფერია... ალბათ
პირველ რიგში ცხრილს შევხედე და მგონი სამშვიდობოს არის დინამო DDDDDDDD

22:10 | 22.08.2017
levani82 (41682)

სამტრედიისთვის ეს მეოთხე ლეგიონერია

0.113475