თვით ეშმაკსაც რომ მიავიწყდეს, ჩვენ აბა რა დაგვავიწყებს დიად ლარისა რიკელმეს, რომელმაც ჯერ პარაგვაი დაიპყრო და იქაურ ხვადებს აუჩქროლა გული, შემდეგ კი მთელი ჩვენი პლანეტა მოიცვა და დღეს ფეხბურთის ფანებს პარაგვაის ხსენებაზე სწორედ ეს ქალი ახსენდებათ და არა ვთქვათ ახმახი ხოსე ლუის ჩილავერტი.
ლარისასგან ინფორმაცია მოვიდა, კარგად არის, საქმეებიც კარგად მისდის და უკვე ორი წელი იქნება, რაც მოდელობას მსახიობობაც შეუთავსა და ჩვენს ტელევიზიებს ვენესუელური “საპნის ოპერები“ თურქულ სერიალებზე რომ არ გაეცვალათ, დღეს შეიძლება ამ ქალის პოპულარობა ივერთა მიწაზეც გვარიანად გაზრდილიყო.
ისე კი, ზოგადად ვენესუელაში ძალზედ მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, მემარცხენე პოლიტიკური მმართველი ძალა თავს ვერ ართმევს ეკონომიკურ პრობლემებს და უკვე თვეებია ხალხი პროტესტის ნიშნად ქუჩაშია გამოსული. ლარისას რა უჭირს, თვეში შვიდჯერ ხან ევროპაშია და ხან ამერიკის პლაჟებზე ნებივრობს. პოლიტიკა აბა რა მაგის საქმეა?...