ფეხბურთი

16:43 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: “ანჟიში” გადასვლით მოხარული ვარ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მახაჩყალის “ანჟიში” გადასვლით კმაყოფილია. როგორც ქართველმა კიპერმა დაღესტანური გუნდის ვებგვერდს განუცხადა, “ანჟი” კარგი გუნდია, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს და ის მადლობას უხდის გუნდის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის.

“მოხარული ვარ, “ანჟიში” გადასვლით. ეს კარგი გუნდია, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის მენეჯმენტსა და მწვრთნელს ნდობისთვის.

“ანჟის” ინტერესის შესახებ ერთი კვირის წინ გავიგე. კონსულტაცია ჩემს ოჯახთან გავიარე და კონტრაქტის გაფორმებაზე დავთანხმდი.

დიახ, ტრავმირებული ვიყავი და ოპერაცია გერმანიაში გავიკეთე პროფესორ გრანერთან. იგი საუკეთესო სპეციალისტია – ყველაფერი კარგად განვითარდა და უფრო სწრაფად გამოვჯანმრთელდი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მახაჩყალა საქართველოსთან ნამდვილად უფრო ახლოსაა, ვიდრე სამარა. მანქანითაც შემიძლია გადავიდე. დაღესტანში პირველად ვარ და ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ გამიგია, რომ აქ მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს”, - უთხრა გიორგიმ “ანჟის” პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, გიორგი ლორიამ ბოლო ორი სეზონი “კრილია სოვეტოვში” გაატარა და ძირითადი შემადგენლობის წევრიც იყო, თუმცა სამარული გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა. ახლა კი, იგი “ანჟის” კარს დაიცავს, რომელიც 7 ტურის შემდეგ 3 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება.

0.124596