ფეხბურთი

16:14 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანაკლისი ავსტრიელებსაც აქვთ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 5 სექტემბერს ვენაში ავსტრიასთან ელის შესარჩევის მატჩი. მანამდე, როგორც იცით, ირლანდიასთან საშინაო თამაშია - 2 სექტემბერს, თბილისში. ავსტრიის ნაკრები კი ამავე დღეს უელსს ესტუმრება.

სექტემბრის შეხვედრებში ავსტრიელებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდებათ.

მარსელ კოლერის გუნდში არ იქნებიან მეკარე ალმერი ("აუსტრია"), ნახევარმცველები იუნუზოვიჩი ("ვერდერი"), ლაზარო ("ჰერტა") და შიოპფი ("შალკე"). ჩამოთვლილთაგან ყველაზე გამოცდილი ზლატკო იუნუზოვიჩია, რომელსაც 55 სანაკრებო მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.107308