ფეხბურთი

15:45 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვითომ პანენკობანა ძალამიძის გუნდში (+VIDEO)

რუმინეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, ბუქარესტის "იუვენტუსმა" შინ 1:2 წააგო "სტიაუასთან". "იუვენტუსში", როგორც იცით, ნიკა ძალამიძე გადავიდა და დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში ჰქონდა - მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ასეთი ამბავი მოხდა. "იუვენტუსმა" პენალტის დარტყმის უფლება მიიღო. გეორგე კელინცარუმ კი იმდენად სულელურად შეასრულა, რომ "სტიაუას" მეკარეს გადახტომაც არ დასჭირვებია, იოლად აიღო ბურთი ხელში.

კელინცარუმ ვითომ პანენკას მიჰბაძა... ასე წააგო "იუვენტუსმა", კალინცარუს მატრაკვეცობამ კი თანაგუნდელები გააბრაზა. ვალენტინ ბარბულესკუ მივარდა "პანენკას" და ერთმანეთს თითოჯერ დაარტყეს, მერე კი თანაგუნდლებმა გააშველეს, მათ შორის, ძალამიძემ.

0.12364