ფეხბურთი

15:17 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “მილანმა” კალინიჩი გაიფორმა

იტალიურმა “მილანმა” ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელი ნიკოლა კალინიჩი გაიფორმა. როგორც “როსონერის” ვებგევრდი ოფიციალურად იტყობინება, 29 წლის ფეხბურთელი “სან სიროზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ნიკოლა კალინიჩი იტალიური გრანდის ღირსებას 7 ნომრიანი მაისურით დაიცავს.

ხორვატი ფეხბურთელი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში “ფიორენტინაში” თამაშობდა და 67 მატჩში 27 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე კი, უკრაინული “დნიპროს” წევრი იყო.

0.117227