ფეხბურთი

13:16 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას მესისთვის ფული არ ენანება

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა და "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის დამატების სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ინგლისური კლუბი მზადაა, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა გაიღოს არგენტინელის შესაძენად.

მესის ხელშეკრულებით გამოსყიდვის საფასური 300 მილიონი ევროა.

“არ ვიცი აქვს თუ არა რომელიმე კლუბს მესისთვის 300 მილიონი ევრო, მაგრამ თუ მისი ყიდვა შეიძლება, ფული აუცილებლად დაიხარჯება”, - თქვა გვარდიოლამ.

მართალია ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესისა და “ბარსელონას” შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მედიის ინფორმაციით, არგენტინელს კლუბიდან ნეიმარის წასვლისა და სატრანსფერო ბაზარზე “ბარსელონას” თავკაცთა უშედეგო მუშაობის გათვალისწინებით, კატალონიელთა სამომავლო ამბიციები აეჭვებს, რითაც შესაძლოა “მანჩესტერ სიტიმ” ისარგებლოს.

0.130133