კატალონიის “ბარსელონა” “ლივერპულის” 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის ფელიპე კოუტინიოს გადაბირებას აღარ გეგმავს, აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
ესპანელებმა ინგლისელებს სამჯერ შესთავაზეს გარკვეული თანხა კოუტინიოს ტრანსფერისთვის, რაზეც მერსისაიდელები არ დათანხმდნენ.
გასულ სეზონში ფელიპემ “ლივერპულის” მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.