ლივერპულის “ევერტონის” თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ინგლისის პრემიერლიგაში საიუბილეო, მე-200 გოლი გაიტანა. 31 წლის ფეხბურთელმა სოლიდურ ციფრს “მანჩესტერ სიტისა” და “ევერტონის” შევხედრაში მიაღწია (1:1).
რუნი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში ორი ასეული გოლის გატანა შეძლო. პირველ ადგილზე ლეგენდარული ალან შირერია – მის ანგარიშზე 260 გოლია.
რაც შეეხება რუნის, ხსენებული 200 პრემიერლიგური გოლი ასე ნაწილდება: “მანჩესტერ იუნაიტედი” – 393 თამაში, 183 გოლი, “ევერტონი” – 69 თამაში, 17 გოლი.