ლონდონის “ჩელსის” ჯერ კიდევ არ მიუღია მადრიდის “ატლეტიკოს” წინადადება თავდამსხმელის, დიეგო კოშტას თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
გასულ კვირაში ესპანური მედია წერდა, რომ “ატლეტიკომ” კოშტას სანაცვლოდ ლონდონელებს 45 მილიონ ევრო და დამატებით 10 მილიონი ბონუსის სახით შესთავაზა, თუმცა Sky Sports-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ მოლაპარაკება არც კი დაწყებულა.
28 წლის მოთამაშემ გასულ სეზონში პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.