მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ უწყის, რომ ერთ დროს მადრიდის “რეალში“ ბურთის მაგორებელი არგენტინელი სანტიაგო სოლარის ღვიძლი და - ლიზ სოლარი დღეს ცნობილი მოდელია და მისი თავისუფალი ქცევა ამერიკიდან ევროპამდე და მაღრიბიდან მაშრიყამდე ყველამ გაიგო.
თავიდან ლიზის სამოდელო კარიერა არცთუ სასურველად აეწყო და ბევრი ქირქილებდა - ეგ გოგოც თავისი ბედოვლათი ძმის შეცდომებს გაიმეორებს და კარგად დაწყებულ კარიერას ჩააფლავებსო, მაგრამ ავისმოსურნეებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და დღეს სანტიაგოს დაიკოს სახელი ფიცარნაგზე ქალთა სიარულის ყველა მოყვარულმა იცის.
განსხვავებით სხვა მრავალი კოლეგისაგან, ლიზ სოლარის არასოდეს დაუმალავს, რომ მისი გარეგნული თვალისმომჭრელობა მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც, სკალპელდალოცვილი პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა. ლიზ სოლარი ამას შესაძლებლობების სწორად გამოყენებას ეძახის და ამ შემთხვევაში მის ბაგეთაგან თავად ჭეშმარიტება ღაღადებს.