საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ყაზახეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი 24-ე ტურის მატჩში გამოიჩინა, რომელშიც “ტობოლი” “ტაზარს” დაუპირისპირდა.
ნიკამ 72-ე წუთზე პენალტი გაიტანა და ანგარიში გახსნა. სხვათა შორის, ამ ეპიზოდში სტუმრებს მცველიც გაუძევეს, მაგრამ მიუხედავად მიღებული უპირატესობისა, “ტობოლმა” მაინც ვერ მოიგო – 77-ე წუთზე “ტაზარმა” გაათანაბრა და შეხვედრაც ასე დასრულდა – 1:1.
რაც შეეხება კვეკვესკირს, როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს პირველი გოლია მისთვის ყაზახეთში. მოგეხსენებათ, ჩვენებური “ტობოლს” აზერბაიჯანული “გაბალადან” შეუერთდა. ყაზახეთის ჩემპიონატში “ტობოლი” 24 ტურის თავზე 32 ქულით მეხუთე ადგილზეა.