17 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ვინისიუს ჟუნიორმა პირველი გოლები გაიტანა ბრაზილიურ სერია ა-ში, კერძოდ, "ფლამენგოს" მაისურით. აქამდე მას მხოლოდ საგოლე პასი ჰქონდა აქტივში.
ვინისიუსი მადრიდის "რეალის" საკუთრებაა. "სამეფო კლუბმა" რამდენიმე თვის წინ 45 მილიონი ევროდ შეიძინა ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი.
გოლებს რაც შეეხება, "ფლამენგომ" 2:0 სძლია "ატლეტიკო გოიანიენსეს" და ვინისიუსმა დუბლი შეასრულა.
https://www.youtube.com/watch?v=Y7rVdzsv1HU
https://www.youtube.com/watch?v=J7GCuilCHN0